logo
ENG



"ნუ გვაბრმავებ" - 16:30 საათზე შსს-სთან ჟურნალისტების აქცია გაიმართება

09 ნოე 202014:58
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/5p7es61fu1s9mxt.jpg

"ნუ გვაბრმავებ" - 16:30 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით აქცია გაიმართება.

"2020 წლის 8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული ზომების შედეგად, დაშავდა მედიის ათამდე წარმომადგენელი, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც",-ნათქვამია ქარტიის ანონსში.

გუშინ, 8 ნოემბერს ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 

პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც. 

თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.


close დახურვა